

22 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორის, ანსამბლ „უბისის“ ხელმძღვანელის, ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ფესტივალი წელს მერვედ ტარდება და მასში მუნიციპალიტეტის სკოლებში მოქმედი ქორეოგრაფიული წრეები მონაწილეობენ.
„ფესტივალი ქართული ცეკვის პოპულარიზაციასა და საუკეთესო ქორეოგრაფიული მონაცემების მქონე ახალგაზრდების წარმოჩენას უწყობს ხელს, – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი, – გამორჩეულ მოცეკვავეებს შემდგომში ანსამბლ „უბისში“ ვიწვევთ. ფესტივალი ყოველწლიურად იზრდება. წელს სიახლეა ის, რომ „უბისის“ მეგობარი ანსამბლები გვესტუმრებიან ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან.“
ზაზა ლურსმანაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში ფესტივალი მთელი იმერეთის მასშტაბით ჩატარდება.
„ინფორმაცია ხარაგაულში მოქმედი ყველა ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელს მივაწოდეთ. ჯერჯერობით, ფესტივალში ჩართვის სურვილი ვაშლევის, ხუნევის, ხევის, წიფისა და ბორითის საჯარო სკოლების ქორეოგრაფიულმა წრეებმა გამოთქვეს,“ – ამბობს „უბისის“ ქორეოგრაფი ელისო ლურსმანაშვილი.
ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლი დიპლომებით დაჯილდოვდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი