

ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე დეა ბერაძე ბანაკის „გოგონები მსოფლიოს ლიდერები“ რეგიონალური ელჩი გახდა. გლოუ („გოგონები მსოფლიოს ლიდერები“) არის ბანაკი ლიდერი გოგონებისთვის, რომელიც 1991 წლიდან წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
„ბორის საჯარო სკოლაში 2015 წელს იმყოფებოდა მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე ელისაბედ ბირჩლერი, – გვიამბობს დეა ბერაძე, – რომელმაც შემომთავაზა, რომ „გოგონები მსოფლიო ლიდერების“ საზაფხულო ბანაკში მიმეღო მონაწილეობა. 2016 წლის აგვისტოში შევავსე აპლიკაცია და სექტემბერში „გლოუ ბანაკში“ დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარე. ბანაკის შემდეგ გოგონებს დაგვევალა განგვეხორციელებია ჩვენს თემში სამი ან მეტი პროექტი და გავმხდარიყავით ამ ორგანიზაციის რეგიონული ელჩები.
სამი პროექტის მაგივრად ათზე მეტი სოციალური თუ სხვა სახის პროექტი განვახორციელე და „გოგონები მსოფლიო ლიდერების“ რეგიონალური ელჩი გავხდი. პროექტის ფარგლებში კახელ ახალგაზრდა გოგონებს გავუწევ ონლაინდახმარებას, რომ ბანაკში ჩაერთონ; დაგეგმონ და მოამზადონ პროექტები, გახდნენ ლიდერები თავიანთი რეგიონში,“ – ამბობს დეა.
„გლოუ საქართველოს“ მიზანია, რომ ხელი შეუწყოს თავიანთ თემში გოგონების ლიდერებად ჩამოყალიბებას, რათა მათ, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, შეძლონ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი