საჯარო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით გამგეობებისა და საკრებულოების საშტატო ნუსხები და დებულებები შეიცვალა. ამ საკითხის განხილვას დღეს, 13 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმამაღალი მსჯელობა მოჰყვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის, თქმით „მუნიციპალიტეტის გამგეობაში 131 საშტატო ერთეულია. საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით მათი რაოდენობა 82-მდე მცირდება. გამგებლის მდივანი, თანაშემწეები, ასევე გამგებლის ყველა წარმომადგენელი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე სპეციალისტები ხელშეკრულებებით მუშაობაზე გადადიან. თანამდებობრივი სარგოები ყველა თანამდებობაზე, ჯერჯერობით, უცვლელი რჩება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე აღნიშნა: „სოფელში ადამიანების ბედით ნუ ვითამაშებთ. სპეციალისტები, რომლებიც კონკურსის წესით დაინიშნენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხარაგაულის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები არიან. რის საფუძველზე ათავისუფლებ მათ შტატიდან და ნიშნავ ხელშეკრულებით, რომელი აქტის, განკარგულების თუ ბრძანების საფუძველზე? მათ აყენებ დაჩაგრულ მდგომარეობაში, ვიდრე გამგეობაში მომუშავე სხვა სპეციალისტებს“.
კახა გოლუბიანის თქმით, გამგეობის ნებისმიერ სამსახურში შესაძლებელია თანამშრომლის საშტატო ერთეულიდან შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანა.
დღესვე ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ბიბლიოთეკის ყოფილი შენობის უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის და სასამართლოს ყოფილი შენობის პირველი სართულის ააიპ „ხალხური შემოქმედების სახლისათვის“ გადაცემის საკითხები.
თამთა გოგოლაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.