

კლასიკური მუსიკის მე-10 რესპუბლიკური ფესტივალის, „მომავლის ვარსკვლავების,“ შემაჯამებელ გალა-კონცერტზე ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლის (დირექტორი ლალი ალექსიძე) მოსწავლე თამარ ლურსმანაშვილი მიიწვიეს.
„გალა-კონცერტისთვის კონკურსის გამორჩეულ მონაწილეებს არჩევენ, – ამბობს თამარის მასწავლებელი დალი მერაბიშვილი, – თამარმა რევაზ ლაღიძის სიმღერა „განთიადი“ შეასრულა.“
ფესტივალში – „მომავლის ვარსკვლავები“ ხარაგაულიდან ექვსი მოსწავლე მონაწილეობდა.
მარიამ მანჯავიძემ, თამარ ლურსმანაშვილმა, თეონა ჭიპაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, არმაზი შავიძემ და სალომე მაჭავარიანმა ლაურეატის წოდება დაიმსახურეს და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
სალომე მაჭავარიანი (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) იტალიაში, ქალაქ პეზაროში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე მიიწვიეს. სალომემ მეორე ასაკობრივ კატეგორიაში დიპლომი, ფასიანი საჩუქარი და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
ხარაგაულელ ნორჩ მუსიკოსებს და მათ პედაგოგებს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ფოტოებზე: თამარ ლურსმანაშვილი კონსერვატორიის დიდ სცენაზე; თამარ ლურსმანაშვილი კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასთან და კონცერტმეისტერ ნინო ბოჟაძესთან ერთად
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის