

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ახალსოფელი, თეთრაწყარო, ბაზალეთი, ჩხერი) ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი გასულ წელს აშენდა.
„სოკარ გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეონა რუხაძის, ინფორმაციით ამ სოფლებში მაგისტრალის გადმოცემის პროცესი დასრულებულია. მოსახლეობაში დაქსელვის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყება.
ისლარსა და ჯაფაროულში გაზიფიცირების სამუშაოებს კომპანია „STS-გრუპი“ ახორციელებს. კომპანიის მთავარი ინჟინერის, თამაზ სიდამონიძის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ სოფლებში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა უახლოეს დღეებში დასრულდება.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის