

დღეს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის საჯარო სკოლების ეკოკლუბებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
თამაშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის ეკოკლუბი მონაწილეობდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი ბორის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა დაიკავა. მეორე ადგილზე ბაზალეთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამეზე – მარელისის საჯარო სკოლის გუნდი. მონაწილეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ინტელექტუალური შეჯიბრის ორგანიზატორი, ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე ამბობს, რომ კონკურსის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.
დღესვე ხარაგაულში მოქმედ სამსახურებსა და მაღაზიებს დაურიგდათ საჯარო სკოლების ეკოკლუბების მიერ შეკერილი ნაჭრის მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები.
თეა ტალახაძის განმარტებით, აქციის მიზანია, რომ მოსახლეობამ ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები ნაჭრის ჩანთებით ჩაანაცლოს, რადგან პოლიეთილენი აბინძურებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი