

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა პროექტის ფარგლებში – „სპორტი ბარიერების გარეშე“ – ქუჩის კალათბურთში შეჯიბრი ჩაატარა.
დიდუბის #100 სკოლის გუნდმა, რომლის წევრია ხარაგაულელი ელისო კიკნაძე, ფინალში გაიმარჯვა და თბილისის მასშტაბით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდი ივლისში ანაკლიაში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პირველობა გაიმართება.
„სპორტი ბარიერების გარეშე“ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში კალათბურთში, ფეხბურთში, ჭადრაკსა და სპრინტში (სირბილი მცირე დისტანციაზე) ჩატარდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძე განმარტავს, რომ ხვალ, 6 ივნისს, ქუთაისში რეგიონულ თათბირზე ტურნირის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ.
მისივე ინფორმაციით, ხვალ დაზუსტდება, სპორტის რომელ სახეობებში ჩაერთვებიან ხარაგაულელი სპორტსმენები.
ფოტოზე: დიდუბის #100 სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდი, მარცხნიდან პირველი ელისო კიკნაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის