

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხარაგაულის კინოთეატრში ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლმა კონცერტი გამართა. კონცერტში ხალხური შემოქმედების სახლთან არსებულ ანსამბლ „საუნჯესთან“ ერთად მონაწილეობდნენ თბილისის ფოლკლორის ეროვნულ სკოლასთან არსებული გოგონათა და ვაჟთა ანსამბლები „ამარტა“ და „ლაშარელა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი).
სტუმრები ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ხალხური სიმღერებით წარსდგნენ.
ცეკვა „სადარბაზო“, „აჭარული“, „ოსური“, რაჭული სიმღერ „ჭონას ვიყავ“, ქრისტე დაბადებულაო“, იმერული ბატონების „ნანინა“, გურული „ჩონგურს სიმები გავუბი“, ცეკვებითა და სიმღერებით გაალამაზეს კონცერტი ხალხური შემოქმედების სახლთან არსებულმა ანსამბლმა „საუნჯე“.

დღესვე ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მეგობრობას რა სჯობს“ აჩვენეს. სპექტაკლის სცენარი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორმა თამარ ავალიშვილმა შექმნა. თოჯინების თეატრში მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღის პედაგოგები ირმა ყანჩაველი, ლალი შარაშიძე, თამარ ოსანაძე, ეკა ჩეკურიშვილი, ირმა სებისკვერაძე).
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი