

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლი კინოთეატრში კონცერტს გამართავს. მაყურებლის წინაშე ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ანსამბლი „საუნჯე“ ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგება. ღონისძიებაში ჩაერთვებიან თბილისის ფოლკლორის ეროვნულ სკოლასთან არსებული გოგონათა და ვაჟთა ანსამბლები „ამარტა“ და „ლაშარელა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი). კონცერტი 15:00 საათზე დაიწყება.
ამავე დღეს, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში დაგეგმილია თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მეგობრობას რა სჯობს.“
პირველ ივნისს საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისათვის ხატვის გაკვეთილს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ჩაუტარებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2 ივნისს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში კონცერტი თემაზე „კინომუსიკა“ გაიმართება.
7 ივნისს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა და მათი ბებიების მონაწილეობით კინოთეატრში კონცერტი ჩატარდება.
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის