ხვალ, 30 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლას შვედეთის ელჩის მოადგილე ლინნ ნეტტელვიკი ეწვევა. ის ხარაგაულში სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით მიმდინარე აქციას დაესწრება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 15 მაისიდან ეს ასოციაცია I-IV კლასების მოსწავლეთა სმენას ამოწმებს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, ხვალ სამედიცინო შემოწმება ვერტყვიჭალელ მოსწავლეებთან ერთად ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც ჩაუტარდებათ.
„მოსწავლეების გარდა, სპეციალისტები უფროსკლასელებსა და სოფლის მოსახლეობასაც იკვლევენ, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – დაახლოებით 800 პიროვნების სმენის მდგომარეობა უკვე შემოწმებულია. სმენის აპარატი, სავარაუდოდ, ორმოცდაათამდე გამოკვლეულს სჭირდება. საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ მოსწავლეთა დიდ ნაწილს რეკომენდაცია სჭირდება. ზოგს ყურის ანთება აღმოაჩნდა, ზოგსაც – საცობი.“
„გამოვლინდა შემთხვევები, როცა არც პედაგოგებმა და არც მშობლებმა არ იცოდნენ, მოსწავლეს რომ სმენის პრობლემა ჰქონდა, – ამბობს პროექტის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონი, – ძირულას ხეობის სკოლებში მოსწავლეთა დიდ ნაწილს სმენა ქვედა ზღვარზე დაბლა აქვს. ასეთ დროს მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუ მის შვილს ანტიბიოტიკი დასჭირდება, ისეთი შეირჩეს, რომელიც სმენის ნერვს არ დააზიანებს და დაავადების პროგრესირებას ხელს არ შეუწყობს.“
ხუთშაბათს, 1 ივნისს, ხარაგაულელებს შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიბრძანდნენ და გააკონტროლონ საკუთარი სმენის მდგომარეობა.
მათ, ვისაც პრობლემა დაუდგინდა, პარასკევს, 2 ივნისს, სტოკჰოლმის ასოციაციის ექიმები სმენის აპარატებს გადასცემენ.
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.