

სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციით, 30 და 31 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ხონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
ხონი. 30 მაისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 05:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 10 000 მომხმარებელს ქ. ხონში და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ხარაგაული. 31 მაისს ქვესადგურ „საქასრიაში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი, ბორითი, მაქათუბანი, უბისა, ღორეშა.
ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ და გეგმიურ სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს ელექტროგამანაწილებელ ქსელში.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის