27 აპრილს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მუზეუმებში, „მუზეუმების ღამე“ აღინიშნა.
ამ ღონისძიების ფარგლებში ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო თვითნასწავლი მხატვრის, ნუგზარ ლაცაბიძის ნახატებისა და 2016 წელს მუზეუმისთვის შემოწირული ექსპონატების გამოფენა.
მუზეუმში ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა ცნობილი მხატვრები შედევრების შექმნის პროცესში განასახიერეს.
ღონისძიების დასასრულს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ „მუზეუმის მეგობრის“ სიგელით ის პირები დააჯილდოვა, რომლებმაც გასულ წელს მუზეუმს ექსპონატები უსახსოვრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია „მუზეუმების ღამე,“ – აღნიშნა მუზეუმის ფონდების მთავარმა მცველმა ეკა შველიძემ, – ამით მთავრდება კვირეული, რომელიც 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს დაიწყო. ღონისძიებები მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ტარდება. აქ ეცნობიან ისინი ჩვენი მხარის ისტორიას და პატრიოტებად ყალიბდებიან.“
„მძინარე“ – ასე დაასათაურა ხარაგაულელმა თვითნასწავლმა მხატვარმა ნუგზარ ლაცაბიძემ ნამუშევრები. პორტრეტებში გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეპოქაა გაცოცხლებული. მხატვარი მათ ქმნიდა ყველგან – მატარებელში, ქუჩაში, ეზოში…
„პორტრეტები მეტყვლებს არა მარტო წარსულზე, – ამბობს მხატვარი, არამედ დღევანდელობაზეც. ჩვენი გამოღვიძება მომავალმა თაობამ უნდა შეძლოს.“
მნიშვნელოვანი შენაძენია ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისთვის კახა დევდარიანის, ირინე კობახიძის, ლევან კიკნაძის, ლალი ალექსიძის, დალი მაღრაძის, შალვა ჩხეიძის, ლია ფოფხაძის, ჟუჟუნა კალანდაძის, ნუნუ ბრეგვაძის, მარინა დევდარიანის, ლელა ხეცაძის, მურად მაჭარაშვილის, რუსუდან ფცქიალაძის, რეზო კვირკვიას, გიორგი ნიორაძის, დიმიტრი ჟვანიასა და მამუკა ცვუცქირიძის მიერ ნაჩუქარი ექსპონატები.
ღონისძიების მონაწილე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე, თამარ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ყოველ წელს მუზეუმებში გამართული ღონისძიებებიდან ახალ-ახალ ინფორმაციებს იღებს.
საინტერესო, მრავლისმთქმელი და ისტორიული – ასე უწოდა ხარაგაულის „მუზეუმების ღამეს“ დამთვალიერებელმა მარინე არჯევანიძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი ემოცია დიდხანს გაჰყვება.
ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის თქმით, მუზეუმი ხარაგაულის სავიზიტო ბარათია, რომელიც დღეს არაჩვეულებრივი ექსპონატებით გამდიდრდა, ხოლო მუზეუმის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.