საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს მიეძღვნა სახელმწიფო მიღება, რომელიც თბილისში, მთაწმინდის პარკში, რესტორან „ანდერვილში“ გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოში სტუმრად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, „ჩემი იმერეთის“ გამომცემელი ლაურა გოგოლაძე, დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული დღესასწაული, მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, მთელ საქართველოს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს იმისთვის, რომ იზიარებენ ქართველი ხალხის სიხარულს დამოუკიდებლობის დღესასწაულისა, რომლისთვისაც ქართველმა ხალხმა ძალიან გრძელი და ეკლებით მოფენილი გზა გაიარა.
„26 მაისი ძალიან ძვირფასი დღეა ჩვენთვის. 99 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ თავისი ისტორიული მიზანი რეალობად აქცია. სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო ის ერთადერთი საშუალება, რომ თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ქვეყანა შექმნილიყო. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა ძალიან ხანმოკლე და მტკივნეული აღმოჩნდა, მან უდიდესი გავლენა მოახდინა ერის ცნობიერებაზე და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს საძირკველი სწორედ მაშინ ჩაიყარა. 26 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნა წართმეული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„მეოთხედი საუკუნის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამით მრავალი თაობის ქართველების ოცნება ავასრულეთ – მიზანი თითოეული მოქალაქის, ეცხოვრა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახლემწიფოში.
დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
მიუხედავად სირთულეებისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ განუხრელად ვავითარებდით ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულ, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ, თავისუფალ სახლემწიფოს.
ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით ჩვენს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ამ გზაზე ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი დიდი წარმატების და გამარჯვების საწინდარია დღევანდელი დღე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.