

„თეატრალური იმერეთი 2017“ 27 მაისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო, პროფესიულ თეატრში გაიხსნება.
წელს ფესტივალში სულ მონაწილეობას მიიღებს 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) იმერეთის ფესტივალზე 12 ივნისს სპექტაკლით „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ წარსდგება.
„თეატრალური იმერეთი 2017“–ის ჟიური წევრები არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე); ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლელა ოჩიაური, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე. ჟიურის შემადგენლობაში ასევე იმუშავებს დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან. წლევანდელ ფესტივალს ეყოლება ახალგაზრდული ჟიური, რომელიც პარალელურად შეაფასებს ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს.
სპექტაკლის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში 5 და 9 ივნისს შედგება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი