

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე წაიკითხავს ლექციას „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „დამოუკიდებლობის 1005 დღე“.
99 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს, არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
26 მაისის საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღეა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის