

15 მაისიდან დაიწყო და 5 ივნისამდე გაგრძელდება აქცია ხარაგაულში I-IV კლასების მოსწავლეთა
სმენის შესამოწმებლად. აქცია სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით მიმდინარეობს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, დღემდე 450 ბავშვი გაისინჯა. გამოკვლევის შედეგად გამოვლენილ სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ სმენის თანამედროვე ციფრული აპარატი.
აქციის კოორდინატორის, მაია ბერაძე–ჯონსონის, თქმით, მსგავსი აქციები უკვე გაიმართა უკრაინასა და მოლდოვაში. საქართველოში 2005 წლიდან მიმდინარეობს და მრავალი მუნიციპალიტეტი მოიცვა.
აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
თამთა გოგოლაძე
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის