

იტალიის ქალაქ პეზაროში 12-18 მაისს „FUTURE STARS-2017’“ – კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.
კონკურსი რენატა ტებალტისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის საოპერო ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში მიმდინარეობდა და მაესტრო მარიო მელანის დაბადებიდან 100 წლისთავს და „მომავლის ვარსკვლავების“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონკურსში მონაწილეობდა ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე სალომე მაჭავარიანი (პედ. დარეჯან გვაძაბია). მან მეორე ასაკობრივ კატეგორიაში დიპლომი, ფასიანი საჩუქარი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. ვულოცავთ ამ წარმატებას სალომე მაჭავარიანს, მის პედაგოგს დარეჯან გვაძაბიასა და სკოლის დირექტორს ლალი ალექსიძეს.
სალომე მაჭავარიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის