

-დღეს კიდევ ერთ დაფრთიანებულ თაობას გააცილებს მარელისის სკოლა ცხოვრების გზაზე, – წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – თქვენ, ჩემო მეთორმეტე კლასელებო, უკვე შემზადებული ხართ ამ დიდ გზაზე გასასვლელად.
ჩვენ ერთად ბევრი საინტერესო დღე გავატარეთ, – ძიების, სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომის. თქვენ უკვე იცით, რა არის მთავარი ცხოვრებაში.
მინდა გისურვოთ წარმატებები, ნათელი და ბედნიერი ცხოვრება.
დღევანდელი დღე ძალიან მგრძნობიარეა… 12 წელი ერთად… ახლა დადგა დრო დამშვიდობების და როგორც ყოველთვის, ძნელია ეს განშორება; თუმცა, ვიცი, რომ აუცილებელი.
გილოცავთ, საყვარელო კურსდამთავრებულებო. დაგლოცავთ მომავალი წარმატებებისათვის.
ფოტოებზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულები „ბოლო ზარის“ ზეიმის წინ

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის