

დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო და ეროვნული სამოსის დღე ხარაგაულში ტრადიციული მსვლელობით აღინიშნა. ღონისძიება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში დაიწყო და გზადაგზა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ხარაგაულელები შემოუერთდნენ.
მსვლელობის ბოლოს მუზეუმის ეზოში, ხარაგაულელ მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა თემაზე: „ძირულა-ჩხერიმელას აუზი კულტურათა დიალოგის გზაჯვარედინზე“. დაბა ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დიდი აბრეშუმის გზა გაგვატარეს და იმდროინდელ საქართველოში, ჩინეთში, ინდოეთში, არაბეთსა და საფრანგეთში გვამოგზაურეს.
„აღფრთოვანებული ვარ. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დღევანდელ ექსპოზიციას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ბავშვებმა სრულად წარმოაჩინეს დიდი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისათვის. დიდი მადლობა მუზეუმს, რომ ასე საინტერესოდ დაიწყეს მუზეუმის კვირეული“, – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველიძე ამბობს, რომ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროექტს და საინტერესო მასალები მოიძიეს დიდი აბრეშუმის გზის შესახებ.
მუზეუმის კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მრავალ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. კვირეული 27 მაისს, ტრადიციული „მუზეუმების ღამით“ დასრულდება.

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი