

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში სააგენტოს სპეციალისტები არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმსა და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, უკვე შემოწმდა კიცხის, ხიდრის, ვარძიისა და წყალაფორეთის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა. მომდევნო დღეებში შემოწმდება ძირულასა და ჩხერიმელას ხეობების სოფლების საბავშვო ბაღების კვების ბლოკები.
რეკომენდაციების მომზადების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის