

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, ბორსა და ღარიხევში სკოლის შენობების რეაბილიტაცია იწყება. ამ მიზნით მშენებელი ორგანიზაციის შესარჩევად, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 541 397 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა – შპს „სვირი+“ ელექტრონული ვაჭრობის პროცესში 536 990 დააფიქსირა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით, ზვარეს სკოლის შენობა მთლიანად გადაიხურება, გამოიცვლება კარ-ფანჯრები, აღდგება კიბის შესასვლელი, ღობე, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა.
ბორის სკოლაში გარემონტდება სპორტული დარბაზი, პირველი სართულის შესასვლელი, გამოიცვლება ელექტროგაყვანილობა.
ღარიხევში 108 წლის სკოლაა, სადაც, დავით კიკნაძის ინფორმაციით, დღეისათვის ოთხი მოსწავლე სწავლობს. მათ ახალი სასწავლო წლიდან სამი მოსწავლე შეემატება.
რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ, შესაძლოა, ღარიხევისა და ზოგადად, სოფლის სკოლები, არა მხოლოდ მოსწავლეთა საგანმანათლებლო, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად იქცეს.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ბორის, ზვარესა და ღარიხევის სკოლების შენობათა რეაბილიტაცია 20 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი