

მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ტრადიციული მსვლელობით უერთდება. ამ დღეს ასევე აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე. საზეიმო მსვლელობა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოდან 14:00 საათზე დაიწყება და მას ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ხარაგაულელები შეუერთდებიან.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის, ინფორმაციით, მსვლელობის შემდეგ, მუზეუმის ეზოში, ხარაგაულელ მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა თემაზე: „ძირულა-ჩხერიმელას აუზი კულტურათა დიალოგის გზაჯვარედინზე“.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ექსკურსიები და სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა. 27 მაისს კვირეული ტრადიციული „მუზეუმების ღამით“ დასრულდება. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, 18 მაისს მუზეუმების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობები.
2017 წლის თემაა – „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი