

სს ენერგო-პრო ჯორჯიადან მიღებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ შემდეგ მომხმარებლებს:
ხარაგაულში – 17 მაისს ქვესადგურ საქასრიაში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი, ბორითი, მაქათუბანი, უბისა, ღორეშა.
ხონში – 18 მაისს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ღანირზე“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 07:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 10 000 მომხმარებელს ქ. ხონში და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ონში – 18 მაისს 12:00-დან 17:00 საათამდე გადამცემ ხაზ უწერაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში უწერა, ჭიორა, ღები, გლოლა და შოვი.
უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები არ ჩატარდება და ახალი თარიღი დამატებით ეცნობებათ მომხმარებლებს. ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ და გეგმიურ სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს ელექტროგამანაწილებელ ქსელში.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი