

თამარ მეფის ხსენების დღე ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის (დირექტორი დალი მაღრაძე) ზეპირსიტყვიერების წრის მოსწავლეებმა ვარძიის ეკლესიის ეზოში აღნიშნეს.
კომპოზიცია – „თამარ მეფე ქართულ ფოლკლორში“ მოსწავლეებმა ლეგენდებით, თქმულებებითა და ლექსებით წარმოადგინეს.
ანსამბლ „საუნჯეს“ წევრებმა“ (ლოტბარი მაია მაღრაძე) თამარ მეფეზე შექმნილი ხალხური სიმღერები შეასრულეს.
ხალხური ზეპირსიტყვიერების წრის ხელმძღვანელი თამარ ავალიშვილი მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურს თანადგომისთვის.
ღონისძიების მონაწილეებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, რომ თამარ მეფის მოღვაწეობის შესახებ ბევრი ახალი რამ შეიტყვეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი თამარ მეფის მიერაა აგებული.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი