როგორ დავუპირისპირდეთ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ევროპული არჩევანი, როგორ გავარჩიოთ სიყალბე სიმართლისაგან, – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს, 14 მაისს, ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში გამართული სემინარის მონაწილეებმა.
სემინარი ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელს ინგა მაღრაძეს, მიჰყავდა.
„განსაკუთრებით გვინდა, რომ ამ შეხვედრებში ახალგაზრდები, სტუდენტები, მეწარმეები ჩაერთონ, – ამბობს ინგა მაღრაძე, – სწორედ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია ევროკავშირზე, ევროინტეგრაციის სიკეთეებზე“.
კამპანია „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპული საქართველოსთვის“ 10 მაისიდან დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება.
იმერეთში ევროპის დღეების ფარგლებში სემინარებს თემაზე „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში“ მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ წევრი ორი ორგანიზაცია – „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი“ (ხელმძღვანელი ლევან გოლუბიანი) და „ევროპა ჩვენი სახლია“ (ხელმძღვანელი მერაბ ბარათაშვილი) ატარებს.
ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი“ სემინარს ანტიდასავლური კამპანიის წინააღმდეგ 15 მაისს ზესტაფონში, 16 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში, 18 მაისს კი ჭიათურაში გამართავს.
სემინარზე დამსწრე საზოგადოება მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ანტიდასავლური კამპანიის ტექნიკებსა და ინსტრუმენტებზე. განიხილება კონკრეტული მაგალითები, რომელთა საფუძველზე მონაწილეები მიიღებენ კონკრეტულ წარმოდგენასა და ცოდნას, როგორც ანტიდასავლურ კამპანიაზე, ასევე მისი გამოვლენისა და მასთან ბრძოლის ტექნიკებზე.
ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენლები სემინარზე დამსწრე საზოგადოებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემებზე საკუთარ მოსაზრებებსაც გაუზიარებენ და სემინარის მონაწილეებთან დისკუსიას გამართავენ.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების