11 მაისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში შემოქმედ მოსწავლეთა კლუბი დაფუძნდა.
„მოხეტიალე ხელოვანები“ – ასე უწოდეს ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა გაერთიანებას, რომლის შექმნის იდეა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ ლიზა ბარბაქაძეს ეკუთვნის.
ლეღვანის, წიფის, მოლითის, მარელისის, კიცხის, ბაზალეთის, ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები ლიზას პროექტმა გააერთიანა.
პროექტის ავტორის სურვილია შემოქმედებითი საღამოების, კონკურსების ჩატარება და იმ თანატოლების წარმოჩენა, რომლებიც ამ დრომდე საჯაროდ გამოსვლას ერიდებიან.
„მოხეტიალე ხელოვანებმა“ მორიგი შეხვედრა ბაზალეთის საჯარო სკოლის ეზოში 31 მაისისთვის დაგეგმეს. ამ დღეს სკოლის ეზოში მოსწავლეები დაწერენ ლექსებს, დახატავენ, იმღერებენ და იცეკვებენ, შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს.
შემოქმედ მოსწავლეთა შეხვედრა მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი კაკიაშვილმა, საკუთარი ლექსით გაალამაზა.
მოსწავლეთა სურვილია, რომ მომავალში საქველმოქმედო ღონისძიებები ჩაატარონ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი ნათია კაციტაძე მიიჩნევს, რომ ახლადშექმნილი კლუბი მოსწავლეთა კომუნიკაციისა და შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია.
ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა ტალახაძე ამბობს, რომ შემოქმედებითი კლუბი ხელს შეუწყობს იმ მოსწავლეების პოპულარიზაციას, რომლებიც ღონისძიებების აქტიური მონაწილები არ არიან და თავიანთთვის წყნარად შრომობენ.
„ურთიერთთანამშრომლობის დროს მოსწავლეებს ახალ-ახალი იდეები გაუჩნდებათ, – ამბობს თეა მასწავლებელი, – აქტიური, ღირსეული მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად მარტო სასკოლო განათლება საკმარისი არ არის. საჭიროა არაფორმალური განათლება და „მოხეტიალე ხელოვანთა“ კლუბის ჩამოყალიბება ამისკენ გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ყველა სკოლამ და მასწავლებელმა ასეთ წამოწყებას გზა უნდა დაულოცოს და ხელი შეუწყოს.“
კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ჩალხაშვილი პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს და აქტიურ მონაწილეობას გეგმავს.
შემოქმედ მოსწავლეთა კლუბის მხარდამჭერია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტი, ისტორიული მუზეუმი, კულტურის სამსახური, გამომცემლობა „ჩემი იმერეთი.“
გზა დავულოცოთ „მოხეტიალე ხელოვანებს.“
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების