

გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული სიმღერის კონკურსში – „ჩემი საქართველო აქ არის“ – ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი) საესტრადო სიმღერის წრის ორი მოსწავლე მონაწილეობდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულელმა ნორჩმა მომღერლებმა – ნინო რამიშვილმა და მარიამ მანჯავიძემ (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უმაღლესი ჯილდო – გრანპრი დამსახურეს.
საესტრადო წრის მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია მოსწავლეების წარმატებით ძალიან გახარებულია.
„კონკურსი ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და ორ დღეს მიმდინარეობდა, – გვიამბობს დარეჯან გვაძაბია, – ჩემს მოსწავლეეებთან ერთად პირველ დღეს კონკურსში ჩხოროწყუელი, სენაკელი და თბილისელი ნორჩი მომღერლები მონაწილეობდნენ.
კონკურსანტებს ორი სიმღერა უნდა შეესრულებინათ – ერთი გიორგი ცაბაძის რეპერტუარიდან, მეორე ნებისმიერი ქართული სიმღერა.
ნინო რამიშვილმა გ. ცაბაძის „ტრიალებს“ და ჯ. კახიძის „არც მოლოდინი“ იმღერა. მარიამ მანჯავიძემ გ. ცაბაძის „მთვარეო“ და ნ. გაბუნიას „ყვავილების ღიმილი“ შეასრულა.
ჟიურის თავმჯდომარე გიორგი ცაბაძის ვაჟი – კახა ცაბაძე გახლდათ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მუსიკათმცოდნეები – მანანა არობელიძე და ირმა პაპავა.
ბატონი კახა აღფრთოვანებული დარჩა ნინოსა და მარიამის შესრულებით და მათთან ერთად მეც დამაჯილდოვა.“
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ მომღერლებს და მათ პედაგოგს.
ფოტოზე: ნინო რამიშვილი და მარიამ მანჯავიძე ჟიურის თავმჯდომარე კახა ცაბაძესთან ერთად
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი