

27-წლიანი პაუზის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ წიფაში საბავშვო ბაღი კვლავ ამოქმედდა. საბავშვო ბაღისათვის ახალი შენობა 2016 წლის აგვისტოში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. წიფის მოსახლეობა საბავშვო ბაღის გახსნას მოუთმენლად ელოდა.
წიფაში მცხოვრები სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა მშობლებს უხარიათ, რომ მათი შვილები სექტემბერში სკოლაში ბაღგავლილები შეაბიჯებენ.
წიფელებს საბავშვო ბაღის გახსნა ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„ამჟამად ჩვენს საბავშვო ბაღში 20 აღსაზრდელია, – ამბობს წიფის საბავშვო ბაღის გამგე დალი გელბახიანი, – სექტემბრიდან მათი რიცხი გაიზრდება. საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გახსნილი და ექვსი ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში წიფის საბავშვო ბაღი რიგით მეთექვსმეტეა.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის