

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში არსებული საძოვრებისათვის პროექტს განახორციელებს.
პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანია და ინოვაციური ტექნოლოგიები ალპურ საძოვრებზე“ გულისხმობს მწყემსების ბინებთან, მზის ენერგიის გამოყენებით, ელექტროღობეებისა და ჰელიონათურების დამონტაჟებას. იგეგმება ეროვნული პარკის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების მწემსებისათვის ტრენინგების ჩატარება გარემოსდაცვით თემებზე.
ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებლის, ხათუნა მანჯავიძის, ინფორმაციით, პროექტი გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ 12 456 დოლარით დაფინანსდება და მისი განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
„მწყემსებს შესაძლებლობა ექნებათ, მზის ენერგიის გამოყენებით ისარგებლონ ელექტროენერგიით, ბინებში ნათურები აანთონ, მობილური ტელეფონები დამუხტონ, რადიო მოისმინონ.
ელექტროღობეები, რომლებიც პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება, საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანებისა და ნადირის სიცოცხლეს, ღობის მავთულებში ისეთი სიმძლავრის ელექტროენერგია გაივლის, რომ ნადირის მხოლოდ დასაფრთხობად იყოს საკმარისი,“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის