

საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, ამ წუთებში, ლიტერატურული კონკურსი მიმდინარეობს. ხარაგაულში მოქმედი სკოლების მოსწავლეები თემაზე „დრო“ პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს ქმნიან.
აქვე გამოფენილია ხარაგაულელი მოსწავლეების ნახატები თემაზე „ეს ხარაგაულია“.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში მოსწავლეთა მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს. მოსწავლეები ვიდეორგოლებით თავიანთი სკოლების ისტორიას გვიამბობენ.
კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები ხვალ, 28 აპრილს, ხარაგაულის კინოთეატრში საგანმანათლებლო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
საგანმანათლებლო კვირეული ხარაგაულის რესურსცენტრის ინიციატივით ხარაგაულში 21 აპრილიდან მიმდინარეობს.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის