

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების, ისლარისა და ჯაფარაულის, გაზიფიცირების სამუშაოებს კომპანია „STS-გრუპი“ ახორციელებს. კომპანიის მთავარი ინჟინერის, თამაზ სიდამონიძის, ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტალის გაყვანის სამუშაოები სოფელ ისლარში თითქმის დასრულებულია, დარჩენილია სოფელ ჯაფარაულის პატარა მონაკვეთი.
„გარე მაგისტრალის მოწყობას, ალბათ, მაისის ბოლომდე მოვრჩებით, დაქსელვის სამუშაოებს უშუალოდ „სოკარ გაზი“ განახორციელებს,“ – ამბობს თამაზ სიდამონიძე.
„სოკარ გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეონა რუხაძის, ინფორმაციით, გარე მაგისტრალი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, „სოკარ გაზს“ საკუთრებაში უნდა გადაეცეს. ამის შემდეგ დაიწყება მოსახლეობაში ბუნებრივი აირის დაქსელვის სამუშაოები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ახალსოფელი, ბაზალეთი, ჩხერი, თეთრაწყარო) ბუნებრივი აირის მაგისტრალი შპს „ინტერგაზმა“ გაიყვანა.
თეონა რუხაძის თქმით, ამ სოფლების მაგისტრალის გადაცემის პროცესი ორ კვირაში დასრულდება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი