

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ხარაგაულში საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს. დღეს, 25 აპრილს, 14 საათზე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართება.
ხვალ, 26 აპრილს, 11 საათზე, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდება მასტერ-კლასი სკოლის ბიბლიოთეკარებისათვის. ისინი გაეცნობიან უახლოეს ტექნოლოგიებს და მათ გამოყენებას საბიბლიოთეკო საქმიანობაში.
26 აპრილს, 13 საათზე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში გაიმართება შეჯიბრი ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარი 10 გუნდი.
26 აპრილს, 15 საათზე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ დამზადებული ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.
27 აპრილს 12 საათზე, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლებს თავიანთი სკოლის ისტორიის შესახებ.
27 აპრილს, 14 საათზე, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეებს შორის. ასევე გაიმართება ნახატების კონკურსი თემაზე „ეს ხარაგაულია“.
საგანმანათლებლო კვირეული 28 აპრილს ხარაგაულის კინოთეატრში გამართული შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო კვირეული ხარაგაულში 21 აპრილს ხარაგაულის კინოთეატრში სასკოლო ძალადობის – ბულინგისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა. ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 სკოლის მოსწავლეებმა ამ თემაზე შექმნილი ვიდეო სიუჟეტები წარმოადგინეს. ფსიქოლოგმა გოჩა გიორგიძემ ბულინგის მიზეზებსა და ფორმებზე ლექცია წაიკითხა.
24 აპრილს, კვირეულის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილები ჩატარდა.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: ღია გაკვეთილი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი