

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკას (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) პროექტის ფარგლებში „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ხარაგაულს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე ესტუმრა.
მან შეხვედრაზე წიგნისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კეკელიძის აზრით, ელექტრონული სივრცე წიგნს ვერასოდეს ჩაანაცვლებს.
„ხარაგაულში შევხვდი ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება ოქსფორდის ან ჰარვარდის დიპლომები არ აქვთ, მაგრამ მაღალი შინაგანი ინტელექტით გამოირჩევიან. ეს უმნიშვნელოვანესია. წიგნის წაკითხვაზე მთავარი მისი გააზრებაა,“ – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრამდე სტუმარმა ნადაბურისა და ფარცხნალის სასოფლო ბიბლიოთეკები, გალაკტიონის ცაცხვი და ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მოინახულა.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის