

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული კვირეულის პირველი დღე სასკოლო ძალადობის ანუ ბულინგისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა.
ხარაგაულის კინოთეატრში დღეს, 21 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ბულინგის თემაზე შექმნილი ვიდეოკლიპები აჩვენეს.
ბულინგის მიზეზებზე, ფორმებსა და პროფილაქტიკაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, ფსიქოლოგმა გოჩა გიორგიძემ. მისი თქმით, ბულინგი ახალი ცნებაა, თუმცა ეს პრობლემა მრავალი წელია საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში დგას.
„ბულინგის განვითარებას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობს. ხშირად გვესმის გამოთქმა – „ბავშვები თვითონ მორიგდებიან“, მაგრამ ბულინგის მსხვერპლი შეიძლება ზრდასრულ ასაკში თვითონვე იქცეს მოძალადედ. მასწავლებლის მიერ რომელიმე ბავშვის ლიდერად წარმოჩენაც ხელს უწყობს ბულინგის განვითარებას სკოლაში,“ – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ბულერის ანუ მჩაგვრელის, მისი თანამოაზრეებისა და მსხვერპლის ქცევებზე, რომლითაც მათი ამოცნობაა შესაძლებელი.
სკოლაში ძალადობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს – ფიზიკური, ემოციური, სექსუალური, ეკონომიკური და კიბერბულინგი.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში ხარაგაულში არაერთი შემეცნებითი, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება.
საგანმანათლებლო კვირეული 28 აპრილს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი