

ცესკოს ახალი პროექტის „ვესაუბრები ამომრჩეველს“ ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, 24 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, ამომრჩევლებთან შეხვედრები გაიმართება.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძის, ინფორმაციით, საოლქო კომისიის წარმომადგენლები ხარაგაულელ ამომრჩევლებს შემდეგი გრაფიკით შეხვდებიან: 8 მაისს შეხვედრა დაბა ხარაგაულში გაიმართება; 10 მაისს – ბორითში; 11 მაისს – კიცხში; 15 მაისს – მოლითში.
„შეხვედრებზე მოსახლეობას დაურიგდება ფლაერები, რომლებშიც ამომრჩევლები საკუთარ აზრს დააფიქსირებენ. ფლაერებს ერთად შევკრებთ და გადავუგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკო მაქსიმალურად შეეცდება მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, – ამბობს გია ცისკაძე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, განმარტებით პროექტი „ვესაუბრები ამომრჩეველს“ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს და საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ამომრჩევლებს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციის ჩამოყალიბებას ემსახურება.
პროექტი „ვესაუბრები ამომრჩეველს“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი