ხარაგაულიდან დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო სკოლების 7-9 კლასების მოსწავლეებთან. დღეს, ისინი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ცხრაკლასდამთავრებული ახალგაზრდები კონკურსით მიიღებიან. ისინი, ფიზიკური მომზადებისა და ზოგადი უნარების ტესტების ჩაბარებასთან ერთად, სამედიცინო შემოწმებას გადიან.
სექტემბრიდან სამხედრო სასწავლებელში ცხრაკლასდამთავრებულ გოგონებსაც შეეძლებათ სწავლა.
ლიცეუმში ისწავლება საჯარო სკოლის შესაბამისი საგნები, კადეტები ფიზიკურ მომზადებას გადიან.
სწავლის დასრულების შემდეგ კადეტებს გადაეცემათ საწყისი სამხედრო მომზადების გავლის სერთიფიკატი და შეეძლებათ, სწავლა გააგრძელონ უნივერსიტეტებში ან სამხედრო სასწავლებლებში, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კადეტთა სამხედრო სასწავლებელში სწავლა უფასოა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მაია გაბუნია დღეს, 10 აპრილს, ხარაგაულელ მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმის შესახებ ესაუბრა: „ლიცეუმის კარი ღიაა ყველა სოციალური ფენის ნიჭიერი გოგონებისა და ვაჟებისათვის. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გარანტირებულია ხარისხიანი კვება, ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი. აქ პრიორიტეტი განათლებაა, კადეტი სამხედრო მოსამსახურეა, ინტელექტუალური, დისციპლინირებული და კანონმორჩილი მოქალაქე, რომელსაც მომავალ სამხედრო და სამოქალაქო კარიერაში წარმატების პერსპექტივა აქვს. კადეტთა სამხედრო ლიცუმის მოსწავლეებს არ სჭირდებათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კერძო მასწავლებელთან მომზადება. მათი 98% უმაღლესი სასწავლების სტუდენტი ხდება და ამას ლიცეუმში მიღებული ცოდნით ახერხებს,“ – აღნიშნა მაია გაბუნიამ შეხვედრაზე.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების