

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურული სააგენტო უახლოეს მომავალში ღარიხევის, ბორისა და ზვარეს სკოლების სარემონტო სამუშაოების შესასყიდად ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.
„სატენდერო დოკუმენტაცია უკვე მზადაა. იგეგმება ღარიხევის დაწყებითი სკოლის მთლიანი კაპიტალური რემონტი, რაზეც დაახლოებით 75 000 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ სკოლა 108 წლისაა. 190 000 ლარი დასჭირდება ბორის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოებს.
სასიხარულოა, რომ ზვარეს საჯარო სკოლა რემონტდება, რისთვისაც დაახლოებით 275 000 ლარია გათვალისწინებული. სახურავი და კარ-ფანჯარა შეიცვლება, ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდება და შესასვლელი კიბე გარემონტდება,“ – ამბობს დავით კიკნაძე.
მისივე ინფორმაციით, ბორითის საჯარო სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების გადაადგილებისათვის პანდუსი მოეწყობა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი