

სურსათის ეროვნული სააგენტო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს ახორციელებს.
სურსათით მომარაგებისას კვლავ აღინიშნება საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში.
ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს.
სააგენტოს რეკომენდაციით, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისათვის ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გაიაროს.
შედეგად, ბაღებსა და სკოლებში საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი შემცირდება და უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის