

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ხარაგაულელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ძველი, გამოუსადეგარი მაკულატურა (გარდა მუყაოსა) სასურველ წიგნებში გადაეცვალათ.
აქცია გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება.
დაინტერესებული პირის ან ორგანიზაციის მიერ მოტანილი მაკულატურა ადგილზე იწონება. ერთი კილოგრამი მაკულატურა ერთი ქულაა, ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.
თუ ორგანიზაცია ან კერძო პირი დიდი რაოდენობით მაკულატურას ჩააბარებს, მასთან ადგილზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შეუძლია მიმართოს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მაღაზიებს ქუთაისსა და თბილისში და აირჩიოს სასურველი წიგნები.
„ვცდილობთ მსგავსი სახის აქციებით მომხმარებელს გავუადვილოთ წიგნების შეძენა და დავეხმაროთ ბუნებას“ – ამბობს „პალიტრა L“-ის წარმომადგენელი რუსუდან შუშანიძე.
თამთა გოგოლაძე
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის