

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგ მარინა მუმლაძესთან ერთად, მესამე წელია, ჩართულები არიან სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“.
პროგრამის ფარგლებში 29 მარტს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) სამკითხველო დარბაზში გიმნაზიის მოსწავლეების მიერ მომზადებული პროექტის „თანამშრომლობა წარმატებული მომავლისათვის“ პირველი აქტივობა გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაბა ხარაგაულის სამივე სკოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები, ნაწყვეტები საყვარელი ნაწარმოებებიდან, საკუთარი ესეები და ჩანახატები.
ლექსები წაიკითხეს ღონისძიების დამსწრე უფროსი ასაკის წარმომადგენლებმაც.
მარინა მუმლაძის ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება.
„მსგავსი პროექტებით მოსწავლეები ეჩვევიან თანამშრომლობას როგორც სკოლის, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მათთვის უცხო აღარ არის საგრანტო კონკურსები, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება“ – ამბობს მარინა მუმლაძე.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ხორციელდება.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის