

ოთხშაბათს, 29 მარტს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სასურსათო და კვების უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა გაიმართება. კანონპროექტის განხილვის ინიციატორები არიან ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსი (GAARD).
სასურსათო და კვების უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი აგრარულ საკითხებში დავით კირვალიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და პარლამენტის წევრები.
სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.
აღნიშნული კანონპროექტის მიზანია, შექმნას ქვეყანაში ისეთი სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც შეამცირებს სურსათის საჭირო რაოდენობის ფიზიკურად არსებობისა და მასზე მოსახლეობის ეკონომიკური ხელმისაწვდომობის რისკებს, სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისა და თვითუზრუნველყოფის გაზრდის გზით.
კანონპროექტის განხილვის შემდეგ გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სასურსათო და კვების უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები საქართველოში“. კონფერენციის დასასრულს მონაწილეები მიიღებენ რეზოლუციას ინტერსექტორალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კოორდინირებულად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ კანონპროექტზე.
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის