

დღეს, 26 მარტს, დუშეთის საფეხბურთო სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ერთმანეთს ხარაგაულის საფეხბურთო გუნდი „ჩხერიმელა-2009“ და თბილისის „შევარდენი-1906“ დაუპირისპირდნენ.
საფეხბურთო კლუბის დირექტორის, დავით გაჩეჩილაძის ინფორმაციით, „ჩხერიმელამ“ მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
გუნდის მწვრთნელი დემური გიორგობიანი ძალიან გახარებულია და ამბობს, რომ თავიდან თამაში ფრთხილად დაიწყეს და უფრო მეტად კარის დაცვისთვის იყვნენ მობილიზებულნი.
„თავდადებით ითამაშეს ბიჭებმა, ყველა მითითება შეასრულეს და გავიმარჯვეთ, – ამბობს დემური გიორგობიანი, – მეტოქის კარში გოლები გაიტანეს გუგა ფირცხალავამ, ირაკლი ხეცურიანმა და ერეკლე ლებანიძემ. ძალიან გვიხარია, რომ გულშემატკივრები გავახარეთ.“
ვულოცავთ ხარაგაულის საფეხბურთო გუნდს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი