

მეექვსე საუკუნეში სინას მთაზე მოღვაწე ბერმა – იოანე კლემაქსიმ – დაწერა თხზულება „კიბე.“ ამიტომ მას კიბისაღმწერელს უწოდებენ.
თხზულებაში აღწერილია ის სათნოებები, რითაც ადამიანი უფალს უნდა მიუახლოვდეს.
საკვირაო წირვის შემდეგ ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა:
-ქრისტიანი ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, კვირა დღეს სახლში ვერ გაჩერდება; როცა იცის, რომ მაცხოვრის წმინდა ხორცი და სისხლი შეიწირება, ის აუცილებლად ეკლესიაში მოვა.
დედა ეკლესიის ზარი ამქვეყნიური საზრუნავით შეპყრობილ ადამიანებს მოგვიწოდებს, რომ სულის გადარჩენაზე ვიზრუნოთ.
სასოებით შევთხოვ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება, გულისყური და სულიერი თვალი აგვიხილოს.
ჩვენს თავს უნდა შემოვუძახოთ, ცოდვები მოვინანიოთ და არ დავკარგოთ ძვირფასი დრო. გავძლიერდეთ ღმერთისა და მოყვასის სიყვარულში.
მამა ანტონმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი და იოანე კიბისაღმწერელის ხსენების დღე მიულოცა.
მოძღვარმა მადლობა გადაუხადა მრევლის თითოეულ წევრს, ყველა შემომწირველს და აღნიშნა, რომ ერთობით უნდა ვიზრუნოთ დედა ეკლესიის აღორძინებისათვის.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის