ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების გაკულტურებას გეგმავს.
„პირველ ეტაპზე ნაგავსაყრელების რაოდენობასა და მდებარეობას აღვწერთ, – აღნიშნა პროექტის პრეზენტაციაზე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ, – ინფორმაციის დამუშავების შემდეგ რამდენიმე ნაგავსაყრელს შევარჩევთ და იმ ადგილას ან სკვერს მოვაწყობთ, ან ნარგავებს გავაშენებთ.
პროექტის – „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა – მოვალეობა“ მიზანი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ქცევის ნორმების შეცვლაა.“
პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრენ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა სოფლებში ნაგავსაყრელების გაკულტურების პარალელურად ნარჩენების მართვის ალტერნატიული გზების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, უბნებში ნარჩენების შესაგროვებლად ურნები უნდა დაიდგას, ან სოფლებს პერიოდულად დასუფთავების მანქანა უნდა მოემსახუროს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ ხათუნა მანჯავიძეს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
სტიქიური ნაგავსაყრელების შესახებ ინფორმაციების შესაკრებად პროექტის კოორდინატორები სოფლებში მომავალი კვირიდან დაიწყებენ მუშაობას.
ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ამ პროექტში კოორდინატორებად ქალთა დასაქმებას ითვალისწინებს.
პროექტი „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა – მოვალეობა“ ქალთა ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების