

24 მარტი გაზეთ „ჩემი იმერეთის“ დაბადების დღეა.
19 წლის წინ, 1998 წლის 24 მარტს ფეხადგმული გაზეთი 2017 წლის პირველ იანვრამდე „ჩემი ხარაგაულის“ სახელწოდებით გამოდიოდა.
ფუნქციონირების 19 წლის მანძილზე ყოველთვიური გაზეთიდან ჯერ ყოველკვირეულ გამოცემად, ხოლო შემდგომ – მულტიმედია ცენტრად ჩამოვყალიბდით.
…უკვე 19 წელი გასულა მუდმივად პროფესიონალიზმის ზრდასა და განვითარებისკენ სწრაფვაში, მკითხველთა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება-შენარჩუნებასა და უამრავი დაბრკოლების გადალახვაში…
წლევანდელ იუბილეს განსაკუთრებული სიახლით შევხვდით.
20 მარტს გამომცემლობამ „ჩემი იმერეთი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაზეთ „ჩემი ჭიათურას“ პირველი ნომერი გამოსცა.
ახალი გაზეთის დაბადება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტენდერში გამარჯვების შედეგია.
უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ არა მხოლოდ ხარაგაულელთა, არამედ უკვე ჭიათურის არანაკლებ მდიდარი ტრადიციების მქონე საზოგადოების წინაშე.
ვიმედოვნებთ, რომ დღემდე ჩვენგან დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება და სიყვარული კვლავაც ბევრ პროფესიულ წარმატებას განგვაცდევინებს ჩვენი ერთგული მკითხველების საკადრის დონეზე მომსახურებისათვის.
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის