მეექვსეკლასელი მარიამი კიცხის საჯარო სკოლის სიამაყეა, – ასე თვლიან კიცხის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მათი სურვილია, რომ მარიამი სკოლაში ყოველდღე დადიოდეს.
მარიამზე მომზადებული ვიდეოსიუჟეტით მონაწილეობდა კიცხის სკოლა დაუნის სინდრომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში 15 საჯარო სკოლა ჩაერთო.
ხარაგაულის #2, ლეღვანის, ლაშის, ზვარეს, ვარძიის, მარელისის, ბაზალეთის, ბორის, ვაშლევის, ხარაგაულის #3, ვერტყვიჭალის, კიცხის, ბორითისა და ხიდარის სკოლების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ შემეცნებით-საგანმანათლებლო ვიდეორგოლები მოამზადეს.
23 ქრომოსომა – დედისგან, 23 – მამისგან, ერთი – ღვთის საჩუქარია; დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – მზის შვილები – ყველაზე კეთილები და მეგობრულები; ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს; დაუნი სალანძღავი სიტყვა არ არის – ამ სლოგანებით მიმართავენ მოსწავლეები აუდიტორიას, საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს დაუნის სინდრომის ადამიანების მიღება.
რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ მადლობა გადაუხადა კონსკურსის მონაწილეებს.
გამარჯვებული ვიდეორგოლი აპრილში გამოვლინდება. ყველა მონაწილე სკოლა სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერომ 2011 წელს გამოაცხადა. ის, რომ არჩევანი სწორედ 21 რიცხვზე და, თანაც, მესამე თვეზე შეჩერდა, შემთხვევითი არ არის: დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.
2017 წლის კამპანიის საერთაშორისო დევიზია „ჩემი ხმა საზოგადოებაში.“
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ხარაგაულში ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში აღინიშნა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი