

დღეს, 20 მარტს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.
ააიპ ცენტრალურ ბიბლიოთეკას, დამატებით, 20 ათასი ლარი „უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის განსახორციელებლად სჭირდება. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ერთი ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის 3 000 ლარის ითხოვს – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ხარჯები სოციალური პროგრამების ბიუჯეტიდან დაიფარება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას თებერვალ-მარტში დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად 15 ათასი ლარი ესაჭიროება, საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით ეს თანხა საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან დაიფარება.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯებიდან იფარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების, იქ არსებული ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ცენტრების, სარიტუალო სახლების, წისქვილებისა და საუბნო ამბულატორიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება“ – ვკითხულობთ მოხსენებით ბარათში.
ბიუროს წევრის იური ლურსმანაშვილისთვის მიუღებელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იუსტიციის სახლების კომუნალურ გადასახადებს ფარავდეს.
საბიუჯეტო ცვლილების პროექტზე ხვალ, 21 მარტს, საკრებულოს-საფინანსო საბიუჯეტო კომისია იმსჯელებს.
საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულო 23 მარტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
ბიუროს წევრებმა ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი