

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში დღეს ტრენინგების კურსის „ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ხარაგაულელ ახალგაზრდებთან ტრენინგები ორგანიზაცია „ელვამ“ ჩაატარა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცვნენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, შეისწავლეს დიზაინისა და სოციალური მედიის ელემენტები.
„დღეს ვაჯამებთ შესწავლილ მასალას, – ამბობს „ელვას“ წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ნინო ნანიტაშვილი, – ამავე დროს ტრენინგის მონაწილეებს კომპიუტერული მეცნიერებების ალგორითმები და ცვლადები გავაცანით.
ტრენინგზე შემოქმედებითი იდეების მარათონია დაგეგმილი. ახალგაზრდებმა უნდა შექმნან ვებგვერდის აპლიკაცია, უნდა მოიფიქრონ წარმოსახვითი ტექნოლოგიური ბიზნეს-მოდელი.“
პროგრამისტი თამარ კეშელავა ხარაგაულელ ახალგაზრდებთან შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, ტრენინგის მიზანია, რეგიონებში ახალგაზრდებს ახალი ტექნოლოგების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია და ასწავლონ მაქსიმალურად მცირე დროისა და რესურსების გამოყენებით ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა.
ტრენინგის მონაწილე ნინო გელაშვილის გუნდის წინაშე ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა იდგა – როგორ მოვამზადოთ ჩაი მკაცრად განსაზღვრულ დროში სწრაფად და თანმიმდევრულად.
„მარტივი მაგალითით დავინახეთ, თუ რა გზები უნდა გავიაროთ პროდუქტის შესაქმნელად, – ამბობს ნინო, – მოქმედებათა ერთობლიობა და სიზუსტე ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ძალიან მნიშვნელოვანია.“
ინოვაციების ცენტრის მენეჯერის, ლიკა სვანიძე-დევდარიანის ინფორმაციით, შარშან ნოემბერსა და დეკემბერში „ელვას“ ტრენინგებში ორმოცი ხარაგაულელი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი