ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან კულტურული, რელიგიური, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისთვის დაგეგმილი 1459,0 ათ. ლარიდან დახარჯულია 1445,5 ათ. ლარი და დაფინანსებულია 99,1%-ით, 2015 წელთან შედარებით გაწეულია 136,8 ათ. ლარით ნაკლები ხარჯი. 2015 წელს გაწეული იყო 1582,3 ათ. ლარი.

სპორტის განვითარებაზე დახარჯულია 494,8 ათ. ლარი. აქედან სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე დახარჯულია 5,3 ათ. ლარი, სპორტული სკოლის სუბსიდირებაზე 217,0 ათ. ლარი, საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა -2009“-ის დაფინანსებაზე 160,0 ათ. ლარი (102,5 ათ. ლარი გარანტის სახით და 57,5 ათ. ლარი სუბსიდია) სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ცენტრის დაფინანსებაზე 112,2 ათ. ლარი.

კულტურის განვითარებაზე 2016 წელს დაგეგმილი 812,3 ათ. ლარიდან დახარჯულია 805,6 ათ. ლარი. აქედან სუბსიდირებას მოხმარდა 799,8 ათ. ლარი. მათ შორის სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე 96,4 ათ. ლარი, ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდირებაზე 63,4 ათ. ლარი, კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე 290,9 ათ. ლარი, ბიბლიოთეკის სუბსიდირებაზე  214,6 ათ. ლარი; ისტორიული მუზეუმის სუბსიდირებაზე 88,8 ათ. ლარი და ლიტერატურული თეატრის სუბსიდირებაზე 51,5 ათ. ლარი; მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის სუბსიდირებაზე 64,0 ათ. ლარი; ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაზე დაიხარჯა 11,1 ათ. ლარი და რელიგიის სუბსიდირებას მოხმარდა 70,0 ათ. ლარი.

სულ სპორტისა და კულტურის ააიპ-ებზე დახარჯული 1186,5 ათ. ლარის სუბსიდირებიდან    1033,0 ათ. ლარი (87,1%) მოხმარდა შრომის ანაზღაურებას.