

პირველ მარტს ქუთაისში ნახევარფინალური შეხვედრა ჩატარდა კალათბურთში 2002-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ხარაგაულსა და სამტრედიის ნაკრებ გუნდებს შორის. შეხვედრა ხარაგაულის ნაკრებმა მოიგო და იმერეთის რეგიონის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ხარაგაულელ კალათბურთელთა მეტოქე ფინალში ქუთაისის ძლიერი გუნდი ინება. ჩვენმა გოგონებმა ნახევარფინალამდე დაამარცხეს ტყიბულის, ბაღდათისა და სამტრედიის გუნდები. გუნდი რეგიონის ჩემპიონატისათვის მწვრთნელებმა ნუგზარ კაპანაძემ და გოჩა ბუაჩიძემ მოამზადეს.
იმერეთის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 18 მარტს ქალაქ ქუთაისში გაიმართება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის